Belive

სერია ა-ს ვარსკვლავის სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედმა €80 მილიონი გაამზადა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურები სერია ა-ს ვარსკვლავის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გაფორმებას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "ლაციოს" ვარსკვლავის სანაცვლოდ €80 მილიონი გადაიხადოს. Sky Sport Italia-ს მტკიცებით, "წითელი ეშმაკების" წინადადებას "ლაციოს" მესვეურები არ თანხმდებიან. რომაულ კლუბს მილინკოვიჩ-სავიჩის ნაცვლად €100 მილიონის მიღება სურს. მიუხედავად იმისა, რომ სერბმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ, კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა - მისი შეძენით "იუვენტუსი", "ინტერი" და "პსჟ"-ც ინტერესდებიან.

სხვა სტატიები