Belive

სერია ა-ში დაბრუნება: ალექსის სანჩესი მილანში ჩაფრინდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Sky Sport Italia-ს ცნობით, ჩილელი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი, მილანში ჩაფრინდა - მას "ინტერის" წარმომადგენლები ელოდებიან. ჩილელმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც იგი "ინტერთან" კონტრაქტს მოაწერს ხელს. როგორც ირკვევა, სანჩესი მილანურ გუნდში იჯარის წესით ითამაშებს, რის შემდეგაც "ინტერი" მის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" 15 მილიონ ევროს გადაუხდის. ამასთან, "ინტერი" ჩილელ თავდამსხმელს ხელფასის 50%-ს გადაუხდის, დანარჩენ ნაწილზე კი კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუწევს ზრუნვა. შეგახსენებთ, რომ სანჩესის ანაზღაურება "მანჩესტერ იუნაიტედში" 26 მილიონ ფუნტს შეადგენდა. სანჩესი სერია ა-ში 2006-2011 წლებში თამაშობდა და "უდინეზეს" ღირსებას იცავდა.

სხვა სტატიები