Belive

სერია ა-ს მატჩებს, შესაძლოა, გულშემატკივრები დაესწრონ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიაში, შესაძლოა, გულშემატკივრებს სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება მიეცეთ. ინფორმაციას Football Italia ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 1-ლი მაისიდან მატჩებზე დასწრებას, რომელიც ღია ცის ქვეშ ჩატარდება, 1000-მდე ქომაგი შეძლებს, დარბაზში გამართულ ღონისძიებებს კი 500-მდე ადამიანი დაესწრება. იტალიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, რომ ზაფხულში ევრო 2020-ის მატჩებს უმასპინძლოს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გაბრიელე გრავინა კი იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები მაისში კოპა იტალიას ფინალს დაესწრებიან.
,,ამ თემაზე დისკუსია მიმდინარეობს. მაყურებლებს შორის ევროპელი სტუმრები აუცილებლად გვეყოლება. ქომაგის ხილვა იტალიის თასის ფინალურ მატჩზეც გვსურს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია,'' - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ - ანდრეა კოსტამ.
იტალიის სერია ა-ში მატჩები მაყურებლის გარეშე გასული წლის მარტიდან იმართება.

სხვა სტატიები