ფრანჩესკო ჯირელი: “სერია ც-ს კლუბებს გაქრობა ემუქრებათ”

ლეგა პროს პრეზიდენტი ფრანჩესკო ჯირელი აცხადებს რომ კორონავირუსის პანდემია ფეხბურთს სამუდამოდ შეცვლის.

სერია ც-ს კლუბებს გაქრობა ემუქრებათ, ჩვენ ეს სპორტი თავიდან უნდა ავაშენოთ – აცხადებს ჯირელი

იტალიაში  საყოველთაო კარანტინი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა, შესაბამისად იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 20 მაისს დაანონსებული სერია ა-ს განახლება კიდევ გაურკვეველი დროით გადადო.

როდესაც მსჯელობა ფეხბურთელების ხელფასების შემცირებაზე მიმდინარეობს ჯირელი ყურადღებას დაბალ დივიზიონებზე ამახვილებს, სადაც სიტუაცია გაცილებით უარესია.

ჩვენ ვემზადებით იმისათვის რომ სეზონი შესაძლოა აღარ განახლდეს, დღეები გადის და კლუბებისა და კომპანიების მხრივ გაკოტრების რისკი იზრდება. სერია ც-ს ყველა კლუბი კატასტროფის წინაშეა. ყოველდღიურად ჩვენ უამრავი საფიქრალი გვაქვს, გადავარჩინოთ ჩვენი საყვარელი ადამიანები  ვირუსისგან და რა ბედი ეწევა ჩვენს ბიზნესებს ამ ყველაფრის შემდეგ?

იტალიის ფეხბურთელთა პროფკავშირები მოთამაშეებისთვის ხელფასების შემცირების საწინააღმდეგოდ გამოვიდა, თუმცა ჯირელი მიიჩნევს რომ სხვა გზა არ არის.

ვფიქრობ ამ საკითხს ყველა ერთიანად და სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ზოგი ხელფასს იკლებს ზოგიც სამსახურს კარგავს, ფეხბურთელები გამონაკლისები ვერ იქნებიან. თუ ისინი კომპრომისზე არ წავლენ მათი კლუბები გაკოტრდებიან და საბოლოოდ მათ საერთოდ აღარ ექნებათ ხელფასები.

ამიტომაც ვფიქრობ რომ ამ პერიოდში ყველამ უნდა გავიღოთ მსხვერპლი, სერია ც-ს კლუბები გაქრობის საფრთხის წინაშე არიან, დასამალი არაფერია, ჩვენ გადამწყვეტ მომენტს მივადექით.

გაჟღერდა ხმები სერია ა-ს 18 ან 16 კლუბამდე შესაძლო შემცირების და სერია ც-ს ერთ დივიზიონად ჩამოყალიბების შესახებ ნაცვლად სამი რეგიონალური ჯგუფისა.

როდესაც ომი დასრულდება და მშვიდობა მოვა, ჩვენ ფეხბურთი თავიდან უნდა ავაშენოთ წინააღმდეგ შემთხვევაში აღარაფერი დაგვრჩება. – განაცხადა ჯირელიმ

(63)

ფრანჩესკო ჯირელი: “სერია ც-ს კლუბებს გაქრობა ემუქრებათ”

სტატიის ავტორი
-