Belive

სერხიო აგუერო: "ოქროს ბურთი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა არ უნდა მოიგოს ..."

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" 30 წლის ვარსკვლავმა - სერხიო აგუერომ ოქროს ბურთის მომავალ დაჯილდოვებაზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ 2019 წელს ოქროს ბურთის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოასპარეზე რომელიმე ფეხბურთელი გახდება, ეს იქნება უსამართლობა. არგენტინელმა ცენტრ ფორვარდმა "მარკასთან" საუბარში შემდეგი განცხადება გააკეთა.: "ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ოქროს ბურთი არ უნდა მოიგოს, რადგან ლეო მესი ფორმის პიკშია და თუ მესი ვერ მოიგებს ოქროს ბურთს, ეს იქნება დიდი უსამართლობა და სირცხვილი. ნამდვილად არ მანიჭებს სიამოვნებას ჩემი განცხადებების თავიდან ახსნა მაგრამ, როდესაც ციტირებენ სიტყვებს, რომელიც მე არ მეკუთვნის იძულებული ვარ პასუხი გავცე: სანამ ლეო თამაშობს, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარ კანდიდატად მხოლოდ მესის დავასახელებ - განსკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ის ისეთივე დონეზე ითამაშებს, რაც ამ სეზონში აჩვენა."  

სხვა სტატიები