Belive

სერხიო აგუერო: "ფეხბურთის თამაში მინდა, მაგრამ თითქოს ჩემი გული აღარ მუშაობს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, რომელსაც გულზე არსებული პრობლემების გამო, აქტიური სპორტისთვის თავის ნაადრევად დანებება მოუწია, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"ახლა ვცდილობ, რომ ფეხბურთი ვითამაშო, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიხრჩობი. ზოგჯერ ვვარჯიშობ და ერთი სრულფასოვანი გარბენის შესრულებაც მიჭირს. ასე მგონია, რომ ჩემმა გულმა უბრალოდ მუშაობა შეწყვიტა", - თქვა 33 წლის ფეხბურთელმა.
პროფესიონალურ დონეზე "ინდეპენდეინტეს", მადრიდის "ატლეტიკოს", "მანჩესტერ სიტის", "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების რიგებში, საერთო ჯამში აგუერომ 421 გოლის გატანა და 137 საგოლე გადაცემის შესრულება, ასევე არაერთი ტიტულის,  მათ შორის კოპა ამერიკის და 5-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა.  

სხვა სტატიები