Belive

სერხიო აგუერომ უეინ რუნის რეკორდი გააუმჯობესა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის 38-ე ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ევერტონს'' უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. შეხვედრაში დუბლი გაიფორმა ,,ქალაქელთა'' თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, რომელმაც თავი მატჩის 71-ე და 76-ე წუთებზე გამოიჩინა. არგენტინელს პრემიერლიგაში ,,სიტის'' მაისურით ჩატარებულ 275 შეხვედრაში 184 გოლი დაუგროვდა, რაც ერთ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით ყველა დროის საუკეთესო შედეგია. სერხიომ უეინ რუნის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' მეტოქის კარი 183-ჯერ აიღო. უკვე ცნობილია, რომ აგუერო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ,,მანჩესტერ სიტის'' დატოვებს. 32 წლის თავდამსხმელი ,,ქალაქელთა” ღირსებას 2011 წლიდან იცავს და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.



 

სხვა სტატიები