Belive

სერხიო აგუეროს გულის იშვიათი არითმია დაუდგინდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, გუშინ ,,ალავესთან'' მატჩის გაგრძელება მკერდში დისკომფორტისა და მსუბუქი ტაქიკარდიის გამო ვერ შეძლო, რის გამოც ფეხბურთელი 41-ე წუთზე შეცვალეს. არგენტინელი გუშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგუეროს გულის იშვიათი არითმია დაუდგინდა. ახლა ფეხბურთელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და გამოკვლევები უტარდება. ,,ბარსელონა'' ოფიციალურ განცხადებას მაშინ გაავრცელებს, როცა ყველა გამოკვლევის შედეგი იქნება ცნობილი. ჯერჯერობით, უცნობია, როდის შეძლებს 33 წლის თავდამსხმელი მოედანზე დაბრუნებას.


 
View this post on Instagram
 

A post shared by FTBL \\: (@ftbl)

სხვა სტატიები