Belive

სერხიო ბუსკეტსი: "ბარსელონა უფრო ერთიანი გახდა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა მის გუნდში არსებულ მდგომარეობაზე და ბოლო რამდენიმე წარმატებით დასრულებული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა. "ჩვენი გუნდი უფრო ერთიანი გახდა. საკუთარ თავში ბევრად უფრო დარწმუნებულები ვართ. შეტევაში გუნდის აქტიურობა უფრო დაიხვეწა და შედეგიც სახეზეა. ეს ყველაფერს ამარტივებს. იმედია, წინსვლის გაგრძელებას შევძლებთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ "ბარსელონას" მაისურით 600 შეხვედრის ჩატარება მოვახერხე. მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ შეძლო ამ შედეგის მიღწევა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ასეთი კარიერა ავაშენე", - თქვა კატალონიური კლუბის აღზრდილმა ფეხბურთელმა. ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ნაკრების ჩამშლელმა "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით გუნდის ლეგენდარულ კაპიტანს კარლეს პუიოლსაც კი გადაასწრო. "ბარსელონას" ლა ლიგაში 18 ტურის შემდეგ დაგროვილი 34 ქულით მესამე პოზიცია უკავია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე კი "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები