Belive

სერხიო ბუსკეტსი ბარსელონას სეზონის ბოლოს დატოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი კლუბს დატოვებს. 34 წლის ფეხბურთელს "კამპ ნოუზე" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. დიდი ალბათობით კატალონიელები სერხიოს კონტრაქტს არ გაუგრძელებენ და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ესპანელი კარიერას "ინტერ მაიამიში" გააგრძელებს. ამერიკულ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

პიკესა და ალბასგან განსხვავებით, რომლებიც დიდ დროს ატარებენ სათადარიგოთა სკამზე, ბუსკეტსი კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასტარტო თერთმეტეულში. თუმცა, შესამჩნევი იყო, რომ ესპანელს ბოლო დროს სულ უფრო ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდა.

14 წლიანი კარიერის განმავლობაში სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონასთან" ერთად 3-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის, 3-ჯერ უეფას სუპერ თასის, 3-ჯერ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის, 8-ჯერ ლა ლიგის, 7-ჯერ ესპანეთის თასის და 8-ჯერ ესპანეთის სუპერ თასის გამარჯვებული.

სხვა სტატიები