Belive

სერხიო ბუსკეტსი: "სწორ გზაზე ვართ და ეს კლასიკოში გამოჩნდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
12 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ სტადიაზე, პრინციპული მეტოქის, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, კატალონიური გრანდის ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ დიდი ენთუზიაზმით და სურვილით ველით თასისთვის ბრძოლას. ჩვენ ველით თანაბარ თამაშს, სადაც საუკეთესო მოთამაშეებს სურთ თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობების ჩვენება. ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ჩვენს შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ ახლა ცალკეული თამაში გვაქვს წინ. მათ დაგვამარცხეს "კამპ ნოუზე", მაგრამ ჩვენ გვქონდა შანსები იმ მატჩში. ფიზიკურად, ახლა უკეთ მომზადებულები ვართ, ვიდრე ოქტომბერში. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეეძლოთ უკეთესი ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ უბრალოდ კორონავირუსი ან ტრავმების პრობლემები ჰქონდათ. ჩვენ გვეყოლება შესანიშნავი გუნდი კარგი მოთამაშეებით და გვაქვს ნდობა და ამბიცია, რომ ფინალში გავიდეთ. მადრიდის "რეალთან" ბოლო მატჩი სასტარტო სასტვენის შემდეგ დავიწყებას მიეცემა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ წარუმატებელი სერიის შეწყვეტას, იმედია ეს ყველაფერი მოედნის მიღმა დარჩება. რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალთან" გამარჯვება არა მხოლოდ თავდაჯერებულობას შეგვმატებს, არამედ ფინალში გასვლის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ სწორ გზაზე ვართ და ამას შედეგები აჩვენებს. კლასიკოში ყველას თანაბარი შანსი აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფება გუნდი ლა ლიგაში. არ მაინტერესებს ის ფაქტი, რომ ბევრი ფიქრობს, რომ "რეალი" ფავორიტია. ყველაფერი წინ არის და ეს მხოლოდ მოედანზე გამოჩნდება", - თქვა გამოცდილმა ესპანელმა ნახევარმცველმა.
“ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირება 12 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები