Belive

სერხიო რამოსი 100-იანთა კლუბს შეუერთდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა, სერხიო რამოსმა საიუბილეო გოლი გაიტანა. ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში გამართული შეხვედრა "ლეგანესის" წინააღმდეგ, რომელშიც "სამეფო კლუბმა" 3:0 მოიგო, სერხიო რამოსისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ესპანელმა ფეხბურთელმა 44-ე წუთზე ანგარიში თერთმეტ მეტრიანი დარტყმით გახსნა. სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა საიუბილეო. რამოსმა კარიერაში მე-100 ბურთი გაიტანა. სერხიო რამოსს 3 ბურთი "სევილიას" რიგებში აქვს გატანილი, 80 ბურთის გატანა მან "რეალის" მაისურით შეძლო, ხოლო 17-ჯერ მეტოქეთა კარი ესპანეთის ნაკრების რიგებში აიღო.

სხვა სტატიები