Belive

სერხიო რამოსი აიაქსთან ჩადენილ საქციელს ნანობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ შეხვედრაში ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ პირველ შეხვედრაში, რომელიც "ამსტერდამ არენაზე" ჩატარდა, რამოსმა შეხვედრის მიწურულს, მაშინ როდესაც მადრიდელები 2:1-ს იგებდნენ ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო. მოგეხსენებათ, განმეორებით შეხვედრაში მადრიდელები "სანტიაგო ბერნაბეუზე" "აიაქსის" წინააღმდეგ 1:4 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. ის დანაკლისი, რომელიც სერხიო რამოსის არ ყოფნის სახით განიცადა გუნდმა ძალიან დიდი გახლდათ, ამის შესახებ რამოსმა მცირე კომენტარი გააკეთა სადაც სინანული არ დაუმალავს: "ამსტერდამში მიღებული ყვითელი ბარათი აბსოლუტური შეცდომა იყო, მე მას 200%-ით ვნანობ", - განაცხადა სერხიო რამოსმა.  

სხვა სტატიები