Belive

სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგაში მცველებს შორის ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით რეკორდსმენია. "სამეფო კლუბის" ცენტრალურმა მცველმა "გალათასარაისთან" მოგებულ მესამე ტურის შეხვედრაში (0:1), ამ ტურნირზე 121-ედ ითამაშა და ყოფილ თანაგუნდელ რობერტო კარლოსს გადაასწრო - ბრაზილიელის ანგარიშზე 120 მატჩია. ჩემპიონთა ლიგაში ესპანეთის ნაკრების კაპიტანს 12 გოლი აქვს გატანილი, 8 საგოლე პასი გაკეთებული, 36 ყვითელი და 3 წითელი ბარათი მიღებული. რამოსი, რომელიც "ბლანკოსებს" 2005 წელს, 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "სევილიადან" შეუერთდა, ტურნირის გამარჯვებული 4-ჯერ გახდა.

სხვა სტატიები