Belive

სერხიო რამოსი: "გერმანიის მოგება უსამართლობა იქნებოდა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა ერთა ლიგის პირველ ტურში, შტუტგარდში, გერმანიასთან მატჩის შედეგზე - 1:1 კომენტარი გააკეთა. "იმედი ბოლოს კვდება. ჩვენ კი მშიერი და თავდაჯერებული გუნდი ვართ. უსამართლო იქნებოდა გერმანიის გამარჯვება. დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ და საბოლოოდ მატჩი არ წავაგეთ. სიტუაცია სასოწარკვეთილი ხდებოდა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა წარმატების, ვიცავდით დისციპლინას და მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ.  ბიჭებმა, რომლებმაც სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს, თავი კარგად წარმოაჩინეს. ისინი არ არიან მხოლოდ პერსპექტიული ახალგაზრდები, მათ ჩვენი ნაკრების გაძლიერება შეუძლიათ", - თქვა მადრიდის "რეალის" და "ფურია როხას" ცენტრალურმა მცველმა. გერმანიამ ანგარიში 51-ე წუთზე ტიმო ვერნერის გოლით გახსნა, ხოლო 90+6-ზე წონასწორობა ხოსე გაიამ აღადგინა.

სხვა სტატიები