Belive

სერხიო რამოსი ჰარი კეინისა და ერთა ლიგის შესახებ საუბრობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ინგლისელ თავდამსხმელზე, ჰარი კეინსა და "ერთა ლიგის" მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა. ესპანელი მცველის აზრით, ჰარი კეინი "ლა ლიგაში" კარგად ითამაშებდა. ის მოხარული იქნება, თუ კეინს მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში იხილავს. რამოსმა აღნიშნა, რომ "ერთა ლიგის" მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთი და ინგლისი სევილიაში დაუპირისპირდებიან, ჰარი კეინი ყველაზე სახიფათო იქნება. "კეინი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ამავდროულად, ტექნიკურია და ძალიან სახფათოა. ინგლისმა კარგი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაატარა. ჰარი კეინი კი ამ საკმაოდ ძლიერი ნაკრების უდავო ლიდერი იყო. დღეს ძალიან რთული მატჩი გველის" - აღნიშნა სერხიო რამოსმა. მანამ, სანამ რამოსი ჰარი კეინს აქებდა, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ინგლისის ნაკრების თავკაცზე, გარეთ საუთგეიტზე ისაუბრა. "ძალიან მომწონს საუთგეიტი, როგორც მწვრთნელი. ისტორიას თუ გადავხედავთ, ინგლისი ბურთის ფლობას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ანიჭებდა, თუმცა საუთგეიტის მეთაურობით, ისინი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობენ, რომელიც მომწონს. ჩვენს წინააღმდეგ არ მინდა მას წარმატებები ვუსურვო, მაგრამ იმედი მაქვს მისი სამწვრთნელო კარიერა ძალიან წარმატებული იქნება" - განაცხადა ლუის ენრიკემ.

სხვა სტატიები