Belive

სერხიო რამოსი ლივერპულთან და ბარსელონასთან ვერ ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო რამოსი "რეალის" უმნიშვნელოვანეს მატჩებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. მადრიდელები UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, "ლივერპულს" გუნდის კაპიტნისა და ლიდერის გარეშე დაუპირისპირდებიან. "სამეფო კლუბს" რამოსი "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაშიც დააკლდება. აღნიშნულის შესახებ, სერხიო რამოსმა Instagram-ზე პოსტი განათავსა და აღნიშნა, რომ წვივის ტრავმა აქვს მიღებული.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Sergio Ramos (@sergioramos)

"მატჩის დასრულების შემდეგ, მოედანზე ვვარჯიშობდი და წვივის არეში ტკივილი ვიგრძენი. დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, დადასტურდა, რომ კუნთის ტრავმა მაქვს. გუნდს უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში ვერ დავეხმარები, რასაც ძალიან განვიცდი. გულწრფელად გეტყვით, მომდევნო მატჩებში მხოლოდ მთელი გულით გულშემატკივრობა შემიძლია", - აღნიშნა სერხიო რამოსმა.

სხვა სტატიები