Belive

სერხიო რამოსი: "მე მადრიდისტა ვარ!"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" 33 წლის ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი სპორტული სამყაროს ყურადღების ქვეშ მოექცა, ვინაიდან მან ჩინეთიდან საკმაოდ დამაინტრიგებელი და მსუყე შემოთავაზება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით გულშემატკივრების აზრი ორად იყოფოდა, თუმცა უდიდესი ნაწილი ფიქრობდა, რომ რამოსი "რეალიდან" არ წავიდოდა. ამ საკითხზე სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც მან "რეალში" დარჩენა დაადასტურა. "მე მადრიდისტა ვარ!, ჩემი მთავარი სურვილი არის ის, რომ კარიერის ბოლომდე "ბლანკოსის" წევრი ვიყო, მინდა ჩემი საფეხბურთო კარიერა აქ დასრულდეს და არა სხვაგან", - განაცხადა რამოსმა. შეგახსენებთ, სერხიო რამოსი "რეალის" ღირსებას 2005 წლიდან იცავს, მან სამეფო გუნდის შემადგებლობაში 606 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 84 გოლი გაიტანა და 39 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები