Belive

სერხიო რამოსი: "მესი რომ არა, უფრო მეტ ტიტულს მოვიგებდით"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ელ კლასიკოს მოახლოების პარალელურად, მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. "სამეფო კლუბის" ცენტრალურმა მცველმა, "ბლუაგრანას" კაპიტნის შესახებ თქვა, რომ რომ არა ის, მისი გუნდი უფრო მეტ ტიტულს მოიგებდა.
"ამ წლების განმავლობაში, მესისთან დაპირისპირება ბევრჯერ მოგვიწია. ალბათ, ის რომ ბარსელონას არ ჰყოლოდა, უფრო მეტ ტიტულს მოვიგებდით. იყო დრო, როდესაც ისტორიაში საუკეთესო "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში გვიწევდა. ჩვენ გვყავდა ისეთი მწვრთნელი, როგორიც იყო ჟოზე მოურინიო, მაგრამ ჩვენთვის მათი დამარცხება მაინც ძნელი იყო. ჩვენ ბევრი მატჩი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ძალიან ბევრი დაძაბული მატჩი ჩავატარეთ, რაც ხან მათი, ხან კი ჩვენი კარგი თამაშით იყო გამოწვეული", - თქვა 35 წლის ფეხბურთელმა.
"ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს ლა ლიგის 30-ე ტურის ეგიდით, 10 აპრილს, ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გაიმართება.

სხვა სტატიები