Belive

სერხიო რამოსი: "მესის დარჩენა ყველასთვის უკეთესი იქნება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ლეო მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. "ეს ის საკითხი არ არის, რომელიც გვაღელვებს. მესის აქვს დამსახურებული უფლება, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღოს. არ ვიცი, ის რამდენად სწორ გამოსავალს მოძებნის ის, მაგრამ "ბარსელონასთვის", მადრიდის "რეალისთვის" და ესპანური ფეხბურთისთვის უკეთესი იქნება თუ ლიონელი დარჩება. ის არამხოლოდ საკუთარ გუნდს, მთლიანად ლა ლიგას უკეთესს ხდის, ელ კლასიკო კი მასთან ერთად გაცილებით საინტერესოა. ჭეშმარიტად, მესის აქვს უფლება საკუთარი მომავალი თავად განაგოს, ვნახოთ რა მოხდება", - თქვა "სამეფო კლუბის" ცენტრალურმა მცველმა. 33 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "ბლანკოსების" წინააღმდეგ 41-ჯერ ითამაშა და 26 გატანილი გოლით კლასიკოების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წოდებას ერთპიროვნულად ისაკუთრებს.

სხვა სტატიები