Belive

სერხიო რამოსი | სხვა გზა არ მქონდა, ოპერაცია გარდაუვალი იყო!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იანვარში მიღებული მუხლის ტრავმის გამო, მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი - სერხიო რამოსი, იძულებული გახდა ოპერაცია გაეკეთებინა. ოპერაციის შემდეგ, "ბლანკოსის" კაპიტანმა დუმილი დაარღვია და საჯაროდ პირველად ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო რამოსი მინიმუმ 2-თვით იუქმებს.

"მოგესალმებით. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო. მოუთმენლად ველი კვლავ მოედანზე დაბრუნებას - გამამხნევებელი შეტყობინებებისა და მხარდაჭერისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით." "საბოლოოდ ოპერაცის გაკეთება მომიწია. სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციები გავიარე და სხვა გზა არ იყო. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ამიტომ მოხარული ვარ, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა და რაც შეიძლება მალე შევძლებ მოედანზე დაბრუნებასა და გუნდის დახმარებას." "ექიმ ლეიესსა და მის გუნდს დიდ მადლობას ვუხდი. ოპერაციის მსვლელობის დროს, მათ უდიდესი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. როგორ არ შემიძლია მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს? თქვენმა მხარდაჭერამ მოტივაცია ამიმაღლა და გამიჩინა სურვილი დავრუნდე რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ძლიერი", - აღნიშნა სერხიო რამოსმა.

სხვა სტატიები