Belive

სერხიო რამოსის ფენომენალური სტატისტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მადრიდის "რეალის" კაპიტანი, სერხიო რამოსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მას უყვარს მეტოქის კარში გოლების გატანა და ეს არაერთხელ დაამტკიცა. მისი ფენომენალური სტატისტიკა კი ფინალებს ეხება. "რეალის" მიერ ჩატარებულ ფინალებში, რამოსს 8 ფინალში აქვს ბურთი გატანილი.
  1. პირველი ფინალი, რომელშიც რამოსმა თავი გამოიჩინა 2007 წელს იყო. მან ესპანეთის სუპერ თასზე "სევილიას" გაუტანა. ორი მატჩის ჯამში  "რეალმა" 6:3 წააგო.
  2. მეორე ფინალი, რომელშიც სერხიო რამოსმა თავი გამოიჩინა 2008 წელს გაიმართა. ისევ ესპანეთის სუპერ თასზე  ამჯერად "ვალენსიას" წინააღმდეგ. ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა 6:5 მოიგეს.
  3. მესამე ფინალი 2013-14 წლების სეზონი იყო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში რამოსმა ბოლო წამზე "ატლეტიკოს" გაუტანა. "რეალი" 1:0 აგებდა. 93-ე წუთზე მან გაათანაბრა და საბოლოოდ დამატებით დროში გუნდმა "ატლეტიკოს" 4:1 მოუგო.
  4. 2014 წელს სერხიო რამოსმა მეოთხე ფინალში გამოიჩინა თავი. ამჯერად მისი მსხვერპლი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "სან ლორენცო" აღმოჩნდა. მადრიდელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს და მორიგი ტიტული მოიპოვეს.
  5. მეხუთე ფინალი კი ისევ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა, ამჯერად 2015-16 წლების სეზონში. მეტოქე ისევ "ატლეტიკო". რამოსმა ამჯერად ანგარიში გახსნა და "რეალი" დააწინაურა. საბოლოოდ, "სამეფო კლუბმა" ის შეხვედრა თერთმეტ მეტრიანების სერიაში მოიგეს.
  6. მეექვსე ფინალი 2016 წელს, ევროპის სუპერ თასზე გაიმართა. "რეალი" "სევილიას" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა. ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა. მადრიდელები აგებდნენ და 93-ე წუთზე სერხიო რამოსმა ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში კი "რეალმა" კარვახალის გოლით მოიგო.
  7. მეშვიდე ფინალი, რომელშიც სერხიო რამოსმა თავი გამოიჩინა 2018 წელს გაიმართა. ევროპის სუპერ თასზე "რეალი" "ატლეტიკოს" შეხვდა და მართალია დამარცხდა, მაგრამ რამოსმა თავისი გოლი აქაც გაიტანა. მან 63-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
  8. მერვე ფინალი კი სულ რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე შედგა. მადრიდის "რეალი" "ალ აინს" დაუპირისპირდა. მადრიდელებმა მეტოქე 4:1 გაანადგურეს. სერხიო რამოსმა კი 79-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა.
ამრიგად, მადრიდის "რეალის" კაპიტანს საოცარი და ფენომენალური სტატისტიკა აქვს. გაგრძელდება თუ არა მისი წარმატება, ამას მიმდინარე სეზონი გვაჩვენებს.

სხვა სტატიები