Belive

სერხიო რამოსი აიაქსს საინტერესოდ გამოეხმაურა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამსტერდამის "აიაქსის" ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე განთავსდა ფოტო, სადაც "აიაქსისა" და "რეალის" მატჩი "გაიხსენეს". ფოტოზე სერხიო რამოსი და დუშან ტადიჩი არიან გამოსახულნი.

როგორც ჩანს, აღნიშნულმა ფოტომ სერხიო რამოსის გაღიზიანება გამოიწვია და ესპანელმა პასუხიც არ დააყოვნა. მან ამსტერდამელებს "დამცინავად" უპასუხა და დადო ფოტო, რომელზეც ის ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთადაა გადაღებული, რა თქმა უნდა, ოთხივეჯერ გამარჯვებულის ამპლუაში. შეგახსენებთ, რომ სპორტული ღონისძიებები კორონავირუსის გამო შეჩერებულია, დიდია შანსი, რომ ტურნირებს შეჩერება არ აკმარონ და რიგ შემთხვევებში წლევანდელი საშეჯიბრო სეზონი გაუქმდეს.

სხვა სტატიები