სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “რელი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.

შეხვედრის 89-ე წუთზე, “უკანასკნელი იმედის” ჯარიმის გამო, მთავარმა არბიტრმა სერხიო რამოსი მოედნიდან გააძევა. აღსანიშნავია, რომ რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდი დაამყარა. “რეალის” ვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ედგარ დავიდსს გაუთანაბრდა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მატჩებში 4-4-ჯერ გააძევეს მოედნიდან.

რამოსმა ორივე მათგანს პირდაპირ მიღებული წითელი ბარათების რაოდენობით გადაასწრო. სერხიო რამოსის აქტივში პირდაპირ, ორი ყვითელი ბარათის ამოღების გარეშე მიღებული 3 წითელი ბარათია, რაც ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტურ ანტირეკორდს წარმოადგენს.

იხილეთ მიმოხილვა: რეალი 1:2 სიტი (მიმოხილვა)

(211)

სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-