Belive

სერხიო რამოსმა ელ კლასიკოს ისტორიაში რეკორდი დაამყარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერხიო რამოსმა "ელ კლასიკოს" ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა - მადრიდელთა კაპიტანი "რეალის" მაისურით "ბარსელონას" 43-ედ დაუპირისპირდა. მეორე ადგილს მანუელ სანჩისი, ფრანცისკო ჰენტო, ხავი და ლიონელ მესი ინაწილებენ (42 მატჩი). "ბარსელონასთან" ნათამაშები ფრის (0:0) შემდეგ, მადრიდელთა კაპიტანმა კომენტარი გააკეთა:
"კამპ ნოუ არის ადგილი, სადაც თამაში განსაკუთრებულად რთულია. რეალმა თავისი ხასიათი მატჩში მთლიანად გამოავლინა, ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს და შევქმენით იმაზე მეტი სახიფათო მომენტი, ვიდრე ჩვენმა მეტოქემ. და მიუხედავად იმისა, რომ მოგება ვერ შევძელით, სახლში მაინც კმაყოფილები ვბრუნდებით. სამწუხაროა, რომ წლის ბოლო მოგვიახლოვდა. გუნდი ჩინებულ ფორმაშია და იმედი მაქვს, რომ დასვენების შემდეგ, ჩვენ კვლავ მაღალ დონეზე ვითამაშებთ," აღნიშნა რამოსმა.
რამოსმა VAR-ზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მსაჯს მადრიდელთა სასარგებლოდ 11-მეტრიანი უნდა დაენიშნა. "ჩვენ გამეორება ერთად ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ მსაჯს პენალტის დადება 2-ჯერ შეეძლო. VAR-ი იმისთვის არსებობს, რომ საეჭვო მომენტები გადამოწმდეს," აღნიშნა მან.      

სხვა სტატიები