Belive

სერხიო რამოსმა რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
32 წლის ესპანელმა მცველმა და მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა, დასკვნით მატჩში „ჟირონას“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა, რითაც აბსოლიტური რეკოდსმენი გახდა. სერხიო რამოსმა ზედიზედ მე-15 სეზონის განმავლობაში შეძლო გოლის გატანა, მან სამეფო კლუბის ყოფილი კაპიტნის ფერნანდო იეროს რეკორდი დაამხო, მსგავსი შედეგი პრიმერა დივიზიონში არცერთ მცველს არ ჰქონია. მოგეხსენებათ, მადრიდულმა კლუბმა გასვლით მატჩში „ჟირონას“ 1:4 სძლია, სერხიო რამოსმა კი ბრწყინვალედ შესრულებული პენალტის წყალობით შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა.

სხვა სტატიები