Belive

სერხიო რამოსმა საიუბილეო მატჩი ჩაატარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა კარიერაში მე-800 თამაში ჩაატარა. 3 იანვარს "რეალმა" სტუმრად "ვილიარეალთან" ითამაშა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. დაპირისპირება იმითაც იყო გამორჩეული, რომ "სამეფო კლუბის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა კარიერაში მე-800 მატჩი ჩაატარა. რამოსს 161 შეხვედრა ეროვნულ ნაკრებში აქვს გამართული, 50 მატჩი მან "სევილიას" რიგებში ჩაატარა, ხოლო 589-ჯერ რამოსმა მადრიდის "რეალის" მაისური მოირგო. სერხიო რამოსმა 800 გამართულ მატჩში 99 ბურთის გატანა მოახერხა. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 17 გოლი გაიტანა. მადრიდის "რეალის" მაისურით მეტოქეთა კარი 79-ჯერ აიღო, ხოლო "სევილიას" რიგებში თავის გამოჩენა 3-ჯერ შეძლო.

სხვა სტატიები