Belive

სერხიო რამოსს ანაზღაურების შემცირება გარეთ ბეილის გამო მოსთხოვეს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი და კლუბის ხელმძღვანელობა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევენ. მთავარ დაბრკოლებად 34 წლის ესპანელ მცველსა და "სამეფო კლუბს" შორის კონტრაქტის ფინანსური მხარე რჩება. რამოსს სურს, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში იგივე ხელფასი მიიღოს, რაც ახლა აქვს, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელები კი კლუბში შექმნილი ეკონომიკური მგომარეობიდან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ იგი ხელფასის შემცირებას უნდა დათანხმდეს. კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ "ბლანკოსს" მნიშვენლოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა, რის გამოც, როგორც ჩანს კლუბს რამოსისთვის მისი ამჟამინდელი ხელფასის გადახდა აღარ შეუძლია. AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით რამოსისთვის ანაზღაურების შემცირების მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზი გარეთ ბეილისთვის წლიური ანაზღაურების გადაახდა, საუბარია 30 მილიონ ევროზე, რომელსაც ბეილი "რეალისგან" კიდევ ერთი წელი მიიღებს. გარეთ ბეილის ხელფასმა შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რამოსის გუნდიდან წასვლაში. უელსელი შემტევი ამჟამად იჯარის წესით "ტოტენჰემის" შემადგენლობაში ასპარეზობს, თუმცა მისი დაბრუნება ინგლისში წარმატებული ნამდვილად ვერ გამოდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბეილის "ტოტენჰემში" ტრანსფერმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პერმანენტული სახე მიიღოს. "რეალი" იმედს იტოვებს, რომ სერხიო რამოსი გუნდს არ დატოვებს და ხელფასის შემცირებაზე დათანხმდება, რომ გუნდმა ბეილისთვის ანაზღაურების გადახდა შეძლოს. სერხიო რამოსი მადრიდის "რეალს" 2005 წელს "სევილიადან" შეუერთდა და კლუბთან ერთად ყველა შესაძლო გუნდური ტიტული მოიგო. ლეგენდარულ ესპანელ მცველს "რეალთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ჯერჯერობით მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ შეთანხმებულან. თუ რამოსი "რეალს" დატოვებს, მადრიდელებისთვის ეს დიდი დანაკლისი იქნება, რადგან სერხიო გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მცველია და მისი სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა ძალიან რთული იქნება. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში რამოსმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები