Belive

სერხიო რამოსს მუხლზე ოპერაცია სჭირდება

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სხვადასხვა ესპანური გამოცემების მიხედვით მდარიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი საოპერაციოა.  "რეალის" კაპიტანს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუხლის პრობლემა ესპანეთის სუპერთასის ნახევრაფინალიდან მოყოლებული აწუხებს. სხვადასხვა სამედიცინო შემოწმებების გავლის შემდეგ კვლევებმა აჩვენა, რომ რამოსს მარცხენა მუხლზე ოპერაცია ესაჭიროება. 34 წლის ესპანელ მცველს სავარაუდოდ ოპერაცია დღეს უნდა გაუკეთდეს, თუმცა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ექიმები რამოსს დამატებით კველევებს ჩაუტარებენ, რომ ოპერაციის საჭიროებაში დარწმუნდნენ. "რეალის" საკლუბო ექიმის, პაკო გონსალესის განცხადებით, თუკი ოპერაციისას ცხადი გახდა, რომ შიდა მენისკიც დაზიანებულია, რამოსს შეიძლება 2,5 თვის გამოტოვებაც მოუხდეს. "რეალს" კაპიტანი სავარაუდოდ 6-8 კვირით დააკლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რამოსს ჩემპიონთა ლიგაზე "ატალანტასთან" გასამართი ორივე მერვედფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევს. ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა 25 თებერვალს უნდა შედგეს. ასევე "რეალი" კაპიტნის გარეშე შეხვდება სიმეონეს "ატლეტიკოს", რომელთანაც შეხვედრა 7 მარტსაა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რამოსს "რეალთან" ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ კონტრაქტზე ჯერაც არ შეთანხმებულან. არაა გამორიცხული, რომ რამოსმა "რეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს და მის სანაცვლოდ მადრიდულმა კლუბმა ვერაფერი მიიღოს. ესპანეთის მიმდინარე სეზონში რამოსმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები