Belive

სერხიო რამოსთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად "რეალი" წესს დაარღვევს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალი" გუნდის კაპიტანთან, სერხიო რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. გუნდის ლიდერის გამო კლუბი მზადაა მრავალწლიან შიდაწესზე თქვას უარი.  ესპანელი მცველის კონტრაქტი "რეალთან" შემდეგ ზაფხულს იწურება, კაპიტანთან კონტრაქტის გაგრძელებისთვის მადრიდელები უპრეცედენტო ნაბიჯის გადასადგემლადაც მზად არიან. "ბლანკოსის" შინაგანაწესის მიხედვით 30 წლის ზემოთ მყოფ მოთამაშეებს კლუბი მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა რამოსისთვის გამონაკლისს დაუშვებენ. სერხიო გუნდში მაქსიმალურად დიდხანს დარჩენაზე ოცნებობს, იგივე სურს "რეალის" მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანსაც. ფრანგმა სპეციალისტმა სურვილი რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე 2023 წლამდე უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას. "ის ჩვენი კაპიტანია, ჩვენი ლიდერია. გვინდა, რომ ის სამუდამოდ დარჩეს გუნდში. იმით, რასაც ის აკეთებს გუნდისთვის, თავადაც გვიჩვენებს, რომ მასაც სურს კლუბში მაქსიმალურად დიდი დროით დარჩენა. ეჭვი არ მეპარება, რომ ის დარჩება და გააგრძელებს ისტორიის შექმნას",- აცხადებს ზიდანი The Sun- თან ინტერვიუში. ცნობილია, რომ მადრიდელები რამოსს ხელფასს არ გაუზრდიან. სავარაუდოდ, მხარეები შეთანხმებას წლის ბოლომდე მიაღწევენ. 4 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში მადრიდის "რეალმა" იტალიურ "ინტერს" ანგარიშით 3:2 მოუგო, შეხვედრაში პენალტით თავისი გოლი რამოსმაც გაიტანა, აღნიშნული გოლი რამოსისთვის მე-100 გამოდგა "რეალის" მაისურით. მისი შედეგი უკეთესია, ვიდრე ზიდანის, კაკასი და ბექჰემისა. ესპანელი მცველი მადრიდის "რეალში" 2005 წლიდან ასპარეზობს, 15 წლის მანძილზე მან 650-ზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კლუბთან ერთად 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.  

სხვა სტატიები