Belive

სეტიენის პირველი კომენტარი - ჩემს მომავალზე საუბარი ახლა ადრეა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება მეოთხედფინალში დაასრულა. კატალონიელები “ბაიერნთან” 2:8 განადგურდნენ. "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა დღევანდელი მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ძალიან მტკინვეული მარცხია. "ბაიერნმა" გაიტანა იმდენი, რამდენიც დაიმსახურა. მატჩი კარგად დავიწყეთ, თუმცა მეტოქის სიძლიერემ თამაშის ბევრ ფაზაში დაგვჯაბნა. ჩემს მომავალზე საუბარი ადრეა. იმაზე ლაპარაკს ახლა არ ვაპირებ, თუ რა სჭირდება გუნდს. თუ პიკემ თქვა, რომ ცვლილებები საჭიროა, ამ სიტყვებში სიმართლეც იქნება," - თქვა სეტიენმა.

სხვა სტატიები