Belive

სეტიენს ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნება უნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა შემადგენლობის გაძლიერებაზე დაიწყო ფიქრი. 61 წლის სპეციალისტმა ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი შეათანხმა. როგორც ცნობილია, სეტიენს სურს, რომ "ბარსელონაში" ფელიპე კოუტინიო დააბრუნოს. ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბლაუგრანაში" გატარებული ცუდი სეზონის შემდეგ "ბაიერნში" გაანათხოვრეს. აღსანიშნავია, რომ კოუტინიომ მიმდინარე სეზონში "ბაიერნში" უკვე გაიტანა იმაზე მეტი გოლი, ვიდრე ეს შარშან "ბარსელონაში" მოახერხა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კატალონიელები იანვარში ტრავმირებული სუარესის შემცვლელის კანდიდატს სერიოზულად განიხილავენ.

სხვა სტატიები