Belive

სეტიენს ნეიმარის დაბრუნება სურს - ბართომეუ ზაფხულისთვის ემზადება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ბრაზილიელი ვარსკვლავის ნეიმარის კატალონიურ გრანდში შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა. "კარგია, რომ ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა. მიყვარს დიდებული ფეხბურთელების გაწვრთნა. თუ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მექნება, მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი ვიქნები",-თქვა "ბლაუგრანას" ახალმა თავკაცმა. ცოტა ხნის წინ, კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ 27 წლის ფეხბურთელის დაბრუნება არ გამორიცხა. შესაძლოა, ეს მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე მოხდეს. "პსჟ-ში" სარეკორდო 222 მილიონ ევროდ გადაბარგებამდე, ნეიმარი "ბარსელონას" მაისურს 4 წლის განმავლობაში იგებდა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის ტრიპლეტი 2015 წელს.

სხვა სტატიები