Belive

სეტუბალის პრეზიდენტმა უარყო: არც ბენფიკა, არც სპორტინგი!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მაკარიძეს ბრწყინვალე სეზონი აქვს. საქართველოს ნაკრების მეკარე ისეთ პრესტიჟულ ჩემპიონატში, როგორიც პორტუგალიის პრიმეირა ლიგაა, შედეგიანობის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა, მთლიანად ევროპაში კი სამეულში შედის. ცხადია, ასე სტაბილურად მოთამაშე გოლკიპერი თვალთახედვის არედან არ გამოპარვიათ წამყვან პორტუგალიურ კლუბებს. ამიტომაც, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ აქტიურად იწერება, რომ 29 წლის კარის დარაჯის გადაბირება "ბენფიკასა" და "სპორტინგის" ინტერესებში შედის. თუმცა, ამ ჭორებს ბოლო "სეტუბალის" პრეზიდენტმა ჰუგო ვალენტემ მოუღო, რომელმაც პორტუგალიური ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი მეკარე არ იყიდება. "ამის შანსი არ არსებობს, მიმდინარე ფანჯრისას მაკარიძე არც "ბენფიკაში" გადავა და არც "სპორტინგში",-თქვა ჰუგო ვალენტემ. მაკარიძე შესაძლოა სეზონის ბოლოს "არწივებს" მაინც შეუერთდეს, რადგანაც მათ პირველ ნომერ ოდისეას ვლახოდიმოსზე ევროპული გრანდები ნადირობენ.

სხვა სტატიები