Belive

სევილიამ ჰოლანდიის ჩემპიონატის ბომბარდირი შეიძინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიელი თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი "სევილიაში" გადავიდა. ლუკ დე იონგი ანდალუსიურ კლუბში 12.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ითამაშებს და "ლა ლიგაში" 2023 წლამდე დარჩება. ლუკ დე იონგი "პსვ"-ში 2014 წლიდან თამაშობდა. ჰოლანდიურ კლუბში 204 თამაში ჩაატარა და 112 ბურთი გაიტანა. გასულ სეზონში დე იონგმა ყველა ტურნირზე ერთად 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 32-ჯერ გამოიჩინა თავი. ჰოლანდიინ ნაკრებში დე იონგს ხშირად არ ეძლევა თამაშის საშუალება. 2011 წლიდან მოყოლებული მხოლოდ 19 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 ბურთი გატანილი.

სხვა სტატიები