Belive

სევილიას ქომაგებმა ალენიას შეუტიეს - ფეხბურთელმა ტვიტერი გააუქმა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა კარლოს ალენიამ, რომელიც ამჟამად "ბეტისშია" განათხოვრებული, "სევილიას" ქომაგებთან დაპირისპირების გამო, Twitter-ში ანგარიში გააუქმა. 22 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში კითხვაზე არის თუ არა უკვე "ანტი-სევილიისტი" ასე უპასუხა: "როცა "ბეტისში" გადადიხარ იძულებული ხდები ამ დაპირისპირებაში ჩაერთო, ახლა მე "ბეტისის" მხარეს ვარ". თუმცა, ჟურნალისტმა "ლა მასიას" აღზრდილი ფეხბურთელის სიტყვები დაამახინჯა და შემდეგნაირად გადმოსცა: "დიახ, მე უკვე ანტი-სევილიისტი" ვარ. ამის შემდეგ, გასაკვირი აღარაა, რომ საპირისპირო სევილიური ბანაკიდან ალენიას გულშემატკივრებმა შეუტიეს და სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს, რის მერეც ფეხბურთელმა ანგარიში გააუქმა. ალენიამ ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა, ის კატალონიური გრანდის ახალგაზრდული გუნდების ლიდერი იყო, მომავალ წლებში კი "ბლაუგრანას" ლიდერადაც მოიაზრება.

სხვა სტატიები