Belive

სევილიასთან გოლით ბენზემამ კარიერის რეკორდი დაამყარა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კარიმ ბენზემამ "რეალს" კიდევ ერთხელ მოაგებინა. "სევილიასთან" გამართულ მატჩში ფრანგმა თავდამსხმელმა გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გაიტანა. მადრიდელები სტუმრად 2:0-ს მარცხდებოდნენ, თუმცა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს - 2:3. ბენზემას მიმდინარე სეზონში უკვე 25 გოლი აქვს გატანილი, რაც კარიმისთვის საუკეთესო შედეგია. 34 წლის ფრანგის ანგარიშზე 2015/16 წლების სეზონში 24 გოლი იყო, გუშინ კი მან პირადი რეკორდიც დაამყარა. "სევილიასთან" გამარჯვებით კარლო ანჩელოტის გუნდმა ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. "რეალს" 75 ქულა აქვს და "ბარსელონას", რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 15 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები