Belive

სეზონის ბოლოს მატეო ლაოსი კარიერას დაასრულებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილმა ესპანელმა არბიტრმა მატეო ლაოსმა გადაწყვიტა, რომ სეზონის ბოლოს სამსაჯო კარიერა დაასრულოს. აღნიშნულ ინფორმაციას გასტონ ედული ავრცელებს.

მატეო, როგორც საერთაშორისო, ისევე საკლუბო დონეზე მუდამ ყურადღების ცენტრშია. არგენტინისა და ნიდერლანდების შეხვედრის განსჯისას მან 18 ყვითელი ბარათი გამოიყენა, რის გამოც ლეო მესის კრიტიკა დაიმსახურა.

"ეს მატჩი ასე არ უნდა დასრულებულიყო. არ მინდა მსაჯზე ლაპარაკი, რადგან ამის გამო გვაჯარიმებენ, მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს" - განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.

მესიმ ისიც დაამატა, რომ გუნდს ძალიან არ ესიამოვნა, როცა გაიგეს მათი შეხვედრა ლაოსს უნდა განესაჯა. საბოლოოდ, ესპანელი არბიტრი კატარიდან სახლში გაუშვეს.

უნდა ითქვას, რომ ლაოსს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მის მიერ მიღბული გადაწყვეტილებები ხშირად გამხდარა განხილვის ობიექტი.

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში მატეომ ვერ გაუძლო ზეწოლას და 45 წლის ასაკში მიიღო გადაწყვეტილება, რომ კარიერა დაასრულოს.

სხვა სტატიები