Belive

სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი - მიქაუტაძე მოედანზე საუკეთესო იყო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრაში, "სერენმა" "ბეერშოსტი" - 2:1 დაამარცხა. https://www.live.ge/fexburti/giorgi-miqautadzis-me-12-goli-mimdinare-sezonshi-video/ შეხვედრაში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა მე-40 წუთზე 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. გარდა გოლისა, ქართველ ტალანტს რამდენიმე გამორჩეული ეპიზოდი ჰქონდა, როცა ბრწყინვალე გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა. https://www.live.ge/fexburti/brtsqhinvale-phintebi-miqautadzes-shesanishnav-golamde-sul-tsota-daaklda/ მთლიანობაში, საფრანგეთში დაბადებული ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მყოფთა შორის საუკეთესო იყო და მისი გარჯა ევროპის წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანიებმა მაღალი კოეფიციენტებით შეაფასეს. Whoscored-ის ვერსიით, მიქაუტაძემ 7.9, ხოლო Sofascore-ის აზრით 7.4 კოეფიციენტი დაიმსახურა. გიორგი მიქაუტაძის დეტალური სტატისტიკა ასე გამოიყურება: კარში დარტყმა: 3/3 მოგერიებული დარტყმა: 1 წარმატებული დრიბლინგი: 3/5 ბურთთან შეხება: 40 პასის სიზუსტე: 19/23 (80%) საკვანძო პასი: 1 მოგებული ორთაბრძოლები მიწაზე: 3/8 მოგებული ორთაბრძოლები ჰაერში: 2/7 დაკარგვა: 8 ჯარიმა: 2

სხვა სტატიები