Belive

სეზონის გახსნა და მშრალი მატჩი - მამარდაშვილის შეფასება ჟირონასთან შეხვედრაში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონი საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილისთვის კარგად დაიწყო. 21 წლის ქართველი გოლკიპერის "ვალენსიამ" საშინაო კედლებში, "მესტალიაზე" "ჟირონას" - 1:0 სძლია და პირველი 3 ქულა ჩაიწერა. გიორგი მამარდაშვილი ჯენარო გატუზოს გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მისმა გუნდმა 52-ე წუთის შემდეგ, ცენტრალური მცველის გაძევების შედეგად კაცნაკლულმა ითამაშა, თუმცა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

წამყვანი ევროპული სტატისტიკური გამოცემების ვერსიით, გიორგი მამარდაშვილმა 6.7 ქულით შეფასება დაიმსახურა, ამაზე მაღალი კოეფიციენტი მხოლოდ მის ოთხ თანაგუნდელს ჰქონდა, ინდივიდუალური სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

ნათამაშები წუთები: 90 მოგერიება: 1 ბურთთან შეხება: 28 პასის სიზუსტე: 19/26 (73%) შორეული დარტყმები: 5/10

გიორგი მამარდაშვილის გადაადგილების ამსახველი გრაფიკული გამოსახულება "ჟირონასთან" მატჩში":

სხვა სტატიები