Belive

სეზონის პირველი ელ კლასიკო ოქტომბერში გაიმართება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი "ელ კლასიკო" 28 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ესპანური ფეხბურთის ფლაგმანები, მიმდინარე სეზონში, ქულათა თანაბარი რაოდენობით, ლა ლიგის სათავეში დგანან. გასული სეზონის "ელ კლასიკო", კატალონიური გრანდის დომინირებით წარიმართა. მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში, "რეალი" 0:3 დამარცხდა. "კამპ ნოუზე" გამართული დაპირისპირება კი ფრედ 2:2 დასრულდა. წლევანდელ "ელ კლასიკოს" განსაკუთრებულ ინტრიგას კრიშტიანუ რონალდუს არყოფნა სძენს. 9 წლის მანძილზე პირველად, "ელ კლასიკო" მადრიდელთა ყოფილი სუპერვარსკვლავის გარეშე ჩაივლის.

სხვა სტატიები