Belive

შახტარი - მადლობა დინამო თბილისს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის ბარბაროსულ ქმედებებსა და უკრაინაში დაწყებულ ომს, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და უდანაშაულო ბავშვების სიცოცხლე ეწირება, ცივილიზებული სამყარო მკაცრად გმობს. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ორგანიზაცია გაერთიანდა და უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის - გამონაკლისი არც საქართველოა. სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მოხალისეების მიერ უკრაინის დასახმარებლად სისტემატურად იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთი. "დინამო თბილისის" მიერ უკრაინელი ხალხისათვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება, "ლვოვის არენაზე" გახსნილ თავშესაფრის ცენტრში ჩავიდა. ქართული საფეხბურთო კლუბის ღირსეული და დასაფასებელი საქციელის შესახებ, "შახტარის" ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე ინფორმაცია განთავსდა.
"საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელებისათვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის, ჩვენს მეგობრებს, "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდით. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ დროს, ეს მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს", - აღნიშნულია "შახტარის" განცხადებაში.

სხვა სტატიები