Belive

შახტარის მწვრთნელი: "შემეძლო წავსულიყავი, მაგრამ მხოლოდ უკრაინაზე ვფიქრობ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელი, რობერტო დე ძერბი მიუხედავად უკრაინაში არსებული რთული ვითარებისა, კლუბის დატოვებას არ აპირებს.
"დიახ, შემეძლო სხვა გუნდი მევარჯიშებინა, მაგრამ მთელი ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ ჩემს "შახტართანაა". უცხოური გუნდებიდან იყო ინტერესი, მაგრამ არც კი მინდა ამაზე საუბარი. ვაკვირდები მდგომარეობას და მინდა უკრაინაში დავბრუნდე. ამ ჩემპიონატის გათამაშებას აუცილებლად მოვიგებდით. ყველაფერს ვუყურებ. დილიდან საღამომდე. ირგვლივ სხვას ვეღარაფერს ვხედავ“, - თქვა დე ძერბიმ.
იტალიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო შტაბთან ერთად უკრაინის დატოვება ომის დაწყებიდან მალევე მოახერხა.

სხვა სტატიები