Belive

შახტარის ფეხბურთელებმა პენალტი მესის და სუარესის სტილში გაითამაშეს (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე, დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელებმა "ატალანტასთან" ფრედ - 2:2 დასრულებულ შეხვედრაში, ლიონელ მესის და ლუის სუარესს ბრწყინვალედ მიბაძეს. მიხალკო მუდრიკმა და ჰეორჰი სუდაკოვმა პენალტი სწორედ "ბარსელონას" თავდამსხმელების სტილში გაითამაშეს.
კატალონიურმა კლუბმა ასეთი რამ 2016 წელს, "სელტასთან" - 6:1 მოგებულ შეხვედრაში გააკეთა, მაშინ ლუის ენრიკეს გუნდმა ამ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა და ბოლოს 11-მეტრინი დარტყმაც გაათამაშა.
 

სხვა სტატიები