Belive

შალამბერიძე: "ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და შეიძლება დავსჯილიყავით" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ექს-ჩემპიონმა "საბურთალომ" ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ეროვნული ლიგის პირველ ტურში, "თბილისელებმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლეს და 2:1 მოუგეს. შეხვედრა გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ შეაფასა. "საერთოდ, ჩემპიონატის საწყისი მატჩები ყოველთვის ძალიან რთულია, უმეტესად კი იმ გუნდებისთვის, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან. ეს მატჩიც ამის მაგალითი იყო.  ჩვენ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც შესაძლოა დავსჯილიყავით, თუმცა მეორე ნახევარში ბიჭებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.  "საბურთალოს" გულშემატკივარს ამ გამარჯვებას ვულოცავ. შევეცდებით, მომდევნო შეხვედრებში უფრო შედეგიანები ვიყოთ.  რაც შეეხება ლევან კაკუბავას ტრავმას, მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, გამოიკვლევენ და მას შემდეგ გვეცოდინება მისი ჯანმრთელობის შესახებ", - თქვა შალამბერიძემ.

სხვა სტატიები