Belive

შალკეს ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ოთხი წელი გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოაჩინეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2016 წელს გარდაცვლილად გამოცხადებული “შალკეს” ყოფილი ფეხბურთელი, 4 წლის შემდეგ გელზენკირხენის ქუჩებში შენიშნეს. “შალკეს” ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მანუელ ნოიერის თანაგუნდელი – ჰანიკ კამბა 2016 წელს საკუთარ სამშობლოში ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც იგი გარდაცვლილად გამოაცხადეს. ტრაგიკული მოვლენებიდან 4 წლის შემდეგ კამბა გელზენკირხენში შენიშნეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო თუმცა ჰანიკ კამბას შესაძლოა დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ, მის ყოფილ მეუღლეს კი თაღლითობაში ედება ბრალი. წყაროს მტკიცებით, კამბას ყოფილმა მეუღლემ ფეხბურთელის გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიისგან საკმაოდ სოლიდური კომპენსაცია მიიღო. ჰანიკ კამბას ყოფილ მეუღლეს დოკუმენტების გაყალბებისა და თაღლითობის ბრალდება წაუყენეს. 33 წლის ჰანიკ კამბამ აღნიშნა, რომ კონგოში მომხდარი ავარიის ღამეს, მისმა მეგობრებმა იგი ავტომობილში მიატოვეს, მოპარეს ტელეფონი, საბუთები და ფული, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ. 2018 წელს, კამბამ დოკუმენტები მოაწესრიგა და კვლავ გერმანიაში დაბრუნების უფლება მოიპოვა სადაც ერთ-ერთ ენერგო კომპანიაში დაიწყო მუშაობა.

სხვა სტატიები