Belive

შალკე ბუნდესლიგიდან გავარდა - ფანები ფეხბურთელებს თავს დაესხნენ (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
1988 წლის შემდეგ პირველად - "შალკე" ბუნდესლიგიდან გავარდა. გელზენკირხენულმა გუნდმა გუშინ "არმინიასთან" 0:1 წააგო და მე-2 ლიგაში ოფიციალურად დაქვეითდა. ასეთი წარუმატებლობით აღშფოთებული "შალკეს" გულშემატკივრები გუშინდელი მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს თავს დაესხნენ. ESPN-ის ინფორმაციით, 500-600 ქომაგი გუნდს სტადიონის ტერიტორიაზე ელოდებოდა. ცნობილია, რომ გაბრაზებულმა ხალხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "შალკეს" თავდამსხმელ, მარკ უტს. გარდა ამისა, მათ კვერცხები დაუშინეს გუნდის ავტობუსს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ გაურბის "შალკეს" რამდენიმე ფეხბურთელი აგრესორებს. საქმეზე გამოძიება გერმანულმა პოლიციამ უკვე დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები