Belive

შალკეს ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის შეიყვანა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდების კაპიტნებმა და მთავარმა მწვრთნელებმა 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ასარჩევად თავიანთი ხმები დააფიქსირეს. მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ, რომელიც 2 წლის წინ გელზენკირხენის "შალკეს" თავკაცობდა და გუნდს ბუნდესლიგაში ვერცხლის მედლების მოპოვებაშიც დაეხმარა, სეზონის რჩეულ მოთამაშეთა შორის საქართველოს ნაკრების და ყაზანის რუბინის" 20 წლის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა. ამასთანავე, 35 წლის გერმანელმა სპეციალისტმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და პირველ პოზიციაზე მთლიანად თავისი გუნდი დაასახელა. მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის “რუბინმა” 30 ტურში 53 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა და უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები