Belive

შანსები იზრდება - ითამაშებს თუ არა ბენზემა გერმანიასთან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქარიმ ბენზემას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება. ფრანგული მედიის თანახმად, "რეალ მადრიდის" თავდამსხმელს კუნთი აღარ სტკივა. როგორც ცნობილია, ბენზემა ვარჯიშის განახლებას 48 საათში მოახერხებს. შესაბამისად, დიდია იმის შანსი, რომ ქარიმი გერმანიასთან, ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩისთვის მზად იქნება. შეგახსენებთ, რომ 33 წლის შემტევი საფრანგეთის ნაკრებში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მან უელსთან და ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშა.      

სხვა სტატიები