Belive

შანსი წიტაიშვილს - გიორგი დინამო კიევის წინააღმდეგ ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ჩემპიონატის შემდეგ ტურში შანსს მიიღებს - ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი "დინამო კიევთან" ითამაშებს. თავის გამოჩენის შემთხვევაში, მას უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში დაბრუნების შესაძლებლობა ექნება. შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი კიეველებმა "ჩერნომორეცში" გაანათხოვრეს. თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, გიორგის "დინამოსთან" თამაშის უფლება არ უნდა ჰქონოდა. "დინამო კიევის" მთავარი მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს ინიციატივით კი, გიორგი და სხვა ფეხბურთელები თამაშს შეძლებენ. მე-15 ტურის შეხვედრა "ჩერნომორეცსა" და "დინამო კიევს" შორის 19 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები